ვაკანსია დახურულია.

განცხადების აღწერა

კურსის შესახებ

ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით, საუკეთესო კურსდამთავრებული გაივლის გარანტირებულ სტაჟირებას პარტნიორი კრეატიული სააგენტოდან ერთ-ერთში.

პროგრამა სრულად მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომლის განმავლობაშიც სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობის პროცესს, ვიზუალის კეთების სწორ პრინციპებსა და დიზაინის მიმართულებებს; 0-დან შეისწავლიან გრაფიკული რედაქტორების იმ აუცილებელ ტექნიკურ ნაწილს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოდ. Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის ტექნიკური ცოდნის მიღებით, ისწავლიან ვიზუალების შექმნას სხვადასხვა მედია არხისთვის, ბრიფის სწორად გაანალიზებას, მუდბორდების შექმნას და დიზაინ-პროექტების დაგეგმვას.

ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს გრაფიკული დიზაინი 0-დან, გადადგას პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში და დამოუკიდებლად შეძლოს შემდგომი განვითარება.

კურსზე ისეთი შემოქმედებითი უნარი, როგორიც არის ხატვა, ხაზვა, ფოტოგრაფია და ა.შ. სასარგებლოა, თუმცა არა აუცილებელი.

კურსის შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გადადი ბმულზე: https://commschool.ge/courses/graphic_design/?course_link=Graphic%20Design%20For%20Beginners