განცხადების ვადა: 10/07/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

“Coffee LAB/ყავის ლაბორატორია” პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 5 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.

კომპანია “Coffee LAB” ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მიმტანი;

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების შეკვეთის მიღება და ხარისხიანი, ეფექტური მომსახურება;
  • მენიუში არსებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
  • სტუმრებისთვის სასიამოვნო და დადებითი გამოცდილების შექმნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელური
  • ენერგიული
  • პოზიტიური
  • პასუხისმგებლიანი
  • მოწესრიგებული
  • თავაზიანი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ინგლისურად გამართული საუბარი

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

  • სამუშაო დღეები: კვირაში 4, 5 ან 6 დღე;
  • სამუშაო საათები: პირველი ცვლა 08:30-15:45;  მეორე ცვლა 15:45-23:00;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.