მცხობელი

10/06/2024
1000 - 1500
განცხადების ვადა: 10/07/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

“Coffee LAB/ყავის ლაბორატორია” პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 5 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.

კომპანია “Coffee LAB” ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მცხობელი.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის დადგენილი რეცეპტებითა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება;
  • სხვადასხვა სახის პურ-ფუნთუშეულის, კრუასანების და ცომის ნაწარმის მომზადება;
  • პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მცხობელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

  • გრაფიკი- კვირაში 5 დღე/დღეში 8 საათი (აუცილებელია ღამის სმენებში მუშაობის შესაძლებლობაც);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით (1000-1500 GEL)
  • სამუშაო ადგილი: გიორგი ძოწენიძის #18;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.