გაყიდვების კონსულტანტი

განცხადების ვადა: 26/05/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

მისამართი:

  • სითი მოლი საბურთალო – პეტრე ქავთარაძის ქუჩა #1
  • თბილისი მოლი – დავით აღმაშენებლის ხეივანი
  • ისთ ფოინთი – ალექსანდრე თვალჭრელიძის #2
  • გლდანი სითი მოლი – ომარ ხიზანიშვილის ქუჩა #27
  • მერანი მოლი – შოთა რუსთაველის გამზირი #42
  • Grand Mall ბათუმი – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #29

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი:

  • სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი ( 2 დღე დასვენება)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 800 ლარი + ყოველთვიური ბონუსი

ნახევარი განაკვეთი:

  • სამუშაო საათები: კვირაში 20 საათი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 400 ლარი + ყოველთვიური ბონუსი

  განსახორციელებელი  საქმიანობა:

  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
  • კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
  • პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
  • მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელური და აქტიური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • კორპორატიულ დაზღვევას
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.