განცხადების ვადა: 08/12/2023
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

,,Café Stamba’’ / კაფე სტამბა აცხადებს ვაკანსიას ბარმენის დამხმარეს პოზიციაზე.

გრაფიკი მორგებულია სტუდენტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბარის ტერიტორიის მომზადება;
  • შეკვეთების მომზადებაში ბარმენის დახმარება;
  • მოთხოვნისამებრ, დასუფთავების პროცედურების შესრულება;
  • სამუშაო ტერიტორიის სუფთა პირობებში შენარჩუნება;
  • ყველა პროცედურის შესრულება უსაფრთხოების წესის დაცვით;
  • ობიექტზე არსებული სტანდარტების დაცვა.

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და მიყევით ბმულს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მსგავსი განცხადებები