განცხადების ვადა: 23/02/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ATM ტექნიკოსს

ბს/2 ჯორჯია” წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის “Penki kontinentai”-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge).  ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში.  ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.


ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია – მოვალეობებია:

  • ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
  • ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა;
  • პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება.
  • ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა, 

მოთხოვნები:

  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
  • მართვის მოწმობა;( მექანიკა)
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა – B1
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;

ჩვენ  გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში
  • Fit pass ბარათს
  • სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ზეგანაკვეთური

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს “ბს/2 ჯორჯია”-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!