ანაზღაურებადი სტაჟირება ბიზნეს კონსულტაციების მიმართულებით

უახლესი
განცხადების ვადა: 28/05/2024
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

კომპანია BDO აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნეს კონსულტაციების მიმართულებით.

BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

ბიზნეს კონსულტაციების მიმართულება კომპანიებს უწევს შეფასების მომსახურებას. ამ მიმართულებით დასაქმებულ თანამშრომელს მოუწევს მის პორტფელში არსებული კლიენტი კომპანიებისთვის უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების მომსახურების გაწევა IFRS, გადასახადების გადახდის, ყიდვა-გაყიდვის, საინვესტიციო და სხვა მიზნებისთვის.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: https://bdo.peopleforce.io/careers/v/67507-

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს.