გაყიდვების მენეჯერი

განცხადების ვადა: 12/03/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

კომპანია არტე (მრავალფუნქციური საწარმო/სამკერვალო/სტამბა/სარეკლამო კომპანია) აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების მენეჯერი“-ს პოზიციაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 72, საბურთალო

ძირითადი ფუნქციამოვალეობები:

  • არსებული კორპორატიული კლიენტების პორტფოლიოს მართვა
  • სოციალურ ქსელში შემოსული შეტყობინებების დამუშავება და მომხმარებელთან კომუნიკაცია
  • ადგილობრივი ბაზრის მონიტორინგი და ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება
  • კორპორატიული შეთავაზების გაკეთება სამიზნე აუდიტორიისთვის, მოლაპარაკებების წარმოება.
  • მომხმარებლის საჭიროების მიხედვით ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია
  • გაყიდვების გაზრდის სტრატეგიაზე მუშაობა
  • უცხოელ პარტნიორებთან/მომწოდებლებთან კომუნიკაცია პროდუქციის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით
  • კორპორატიული სერვისის სრული ციკლის მართვა და მონიტორინგი: პროდუქციის მოძიებაში მონაწილეობის მიღება ბრენდ მენეჯერებთან ერთად; შეთავაზების მომზადება; დამკვეთისთვის პროდუქციის ჩაბარება.

მოთხოვნები/უნარები:

  • კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, სტამბის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • სამუშაო გამოცდილება და ცოდნა ტექნიკა/ დანადგარების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • Excel-ის ცოდნა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები