ქოლ-ცენტრის ოპერატორი

განცხადების ვადა: 30/11/2023
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

სადაზღვევო კომპანია „არდი“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

„არდი“ ახორციელებს მსხვილი რისკების გადაზღვევას მსოფლიოს ისეთ წამყვან გადამზღვევ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებით კარგად იცნობენ ქართული სადაზღვევო ბაზრის სპეციფიკას და ადაპტირებულნი არიან მასზე. პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა Standard & Poors-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს და მსოფლიოში აღიარებულ რეპუტაციას.

ჩვენი თანამშრომლები ყოველწლიურად გადიან თეორიულ და პრაქტიკულ სტაჟირებებს ევროპის წამყვან სადაზღვევო და საგადამზღვევო კომპანიებში. ვთვლით, რომ არდის გუნდი – ეს ყველაზე ღირებული და გრძელვადიანი ინვესტიციაა.

დღეისათვის უკვე ვემსახურებით 60,000-მდე ფიზიკურ პირს და 2,000-მდე მსხვილ, საშუალო თუ მცირე ზომის კერძო, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

არდი – როცა ფიქრობ მხოლოდ კარგზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1

სამუშაო განრიგი: თვეში 2 კვირა 5 სამუშაო დღე, თვეში 2 კვირა 5 სამუშაო დღე, 4 ცვლა:

ცვლები არის შემდეგნაირი – 09:00-15:00; 10:00-16:00; 11:00-17:00; 15:00-21:00, არ არის ფიქსირებული, მხოლოდ რომელიმე ერთი.

ანაზღაურება: ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი თვე 700 ლარი (ნეტი), მეორე თვიდან 800 ლარი (ნეტი).

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
  • კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
  • ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში რეგისტრაცია;
  • ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა, დაზღვეულის კლინიკაში გადამისამართება:
  • სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
  • დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

განათლება:

  • სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება ან მისი მომიჯნავე სფერო
  • სასურველია სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური – Intermediate

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.