განცხადების ვადა: 27/10/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.


ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 18:00-10:00 სამ დღეში ერთხელ, ღამის განმავლობაში 2 საათიანი შესვენაბა.

ძირითადი მოვალეობები:

შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
მომხმარებლისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა;
თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამართული მეტყველების უნარი
უმაღლესი (არასრული) განათლება (ნებისმიერი მიმართულებით)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
სასურველია ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარჩვევები:

გუნდური მუშაობის უნარი
ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
ორგანიზებულობის უნარი
კომუნიკაბელურობა
პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

დაცვის კომპანია “ალგანში” თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია “ალგანის” მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაცვის კომპანია “ალგანი” მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!