განცხადების აღწერა
დაცვის კომპანია ’’ალგანი’’ აცხადება ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯრი პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება : ფიქსირებულს 1,000 + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ყოველდღიურ რეჟიმში მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება;
** მომხმარებლების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული აღმოჩენილი/წარმოჩენილი პრობლემების დაფიქსირება უშუალო ხელმძღვანელთან;
** უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად);** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ცხრილებთან მუშაობის უნარი, Microsoft Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!