გაყიდვების თანამშრომელი

განცხადების ვადა: 24/06/2024
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

შპს „აგროტექნო“ აგრარული სექტორის ლიდერი კომაპანიაა საქართველოში, აგროტექნო მომხმარებელს სთავაზობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას.

აგროტექნო მუდმივად სთავაზობს მსოფლიო აგრარულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სიახლეებს ადგილობრივ მომხმარებლებს!

Https://Www.Facebook.Com/Agrotechno/?Locale=Ka_GE

Https://Ge.Linkedin.Com/Company/Agrotechno

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!

გახდი ჩვენი გუნდის წევრი, საქართველოს აგრალური ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში!

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-15 კმ

სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ანაზღაურება: ფიქსირებული 800-1200 ლარი + გაყიდვებიდან ბონუსი (საშუალოდ 500-1000 ლარი)

“აგროტექნოში“ გაყიდვების გუნდი ჩვენი კომპანიის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ გუნდში გაყიდვების თანამშრომელს ვეძებთ, რომელიც:

  • შეისწავლის კომპანიის პროდუქციას და სერვისებს;
  • მოიძიებს პოტენციურ მომხმარებლებს და შესთავაზებს მათ კომპანიის პროდუქტებს;
  •  დაგეგმავს და დააორგანიზებს შეხვედრებს პოტენციურ მომხმარებლებთან;
  • მომხმარებლის საჭიროების მიხედვით მოამზადებს შეთავაზებას და პრეზენტაციას;
  • პერიოდულად განაახლებს მომხმარებელთა ბაზას.

თუ თქვენ გაინტერესებთ გაყიდვები და თქვენ:

  • სასურველია გქონდეთ თუნდაც მცირე გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • ხართ კომუნიკაბელური, დეტალებზე ორიენტირებულ და ორგანიზებული;
  • იცით საოფისე პროგრამები, სამუშაო დონეზე;
  • იცით უცხო ენა, საკომუნიკაციო დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრული გუნდი;
  •  განვითარების შესაძლებლობა;
  •  პროფესიული ტრენინგებს;
  • დაზღვევასა და Fitpass;
  • შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა, თანამშრომლობიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!