განცხადების აღწერა
„აგროჰაბი“ არის საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა წარმოება.
„აგროჰაბი“ / Agrohub აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის რეალიზაცია კომპანიაში არსებული წესების მიხედვით
- მომსახურების სტანდარტების დაცვა
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ამისათვის საკმარისია:
- იყოთ თავაზიანები და შრომისმოყვარეები;
- შეგეძლოთ გუნდურად მუშაობა;
- შექმნათ სამუშაო სივრცეში პოზიტიური გარემო;
- პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას
ჩვენ გთავაზობთ:
- სტუდენტური დაფინანსება წლიურად 1000 ლარის ოდენობით;
- მზარდი საბონუსე სისტემა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ლოიალობა (სტაჟის ნამატი);
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გრაფიკი: დღეგამოშვებით 09:00-22:00; ან ყოველდღე, კვირაში ერთი დღე დასვენება, სამუშაო საათები: 09:00-15:30, 15:30-22:00
ან დაგვიკავშირდით +955 591 03 26 26; +955 591 04 26 26, +995 591 71 75 42
გისურვებთ წარმატებას!