გუნდის ლიდერი

26/08/2024
950 - 1100
განცხადების ვადა: 26/09/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

კომპანია AACC  პარტნიორი კომპანია SUBWAY-სთვის ახალ თანამშრომლებს ეძებს

SUBWAY-ში, რომელიც არის სარესტორნო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდი და ავრცელებს სენდვიჩების სიყვარულს მსოფლიოში, ვაკანსია გუნდის ლიდერის პოზიციაზე! 

გუნდის ლიდერის პოზიციაზე თქვენ დაეუფლებით:

  •  გუნდის მართვისა და ფუნქციების დელეგირების უნარებს;
  •  გაეცნობით საკვების უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს;
  •  გაიუმჯობესებთ კომუნიკაციის უნარს და ისწავლით მომხმარებელთან ურთიერთობას;
  • ჩაერთვებით SUBWAY-ს გუნდურ თავგადასავლებში და საჭიროების შესაბამისად შეისწავლით სენდვიჩების მომზადების საერთაშორისო სტანდარტებს. 

ვის შეუძლია ჩვენთან დასაქმება?

  • თუ კი არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება და ეძებთ ადგილს სადაც გამოიმუშავებთ თანხას (მენტორი ადგილზე გაგატარებთ ტრენინგებს, პირველივე დღიდან კი თქვენი ჩართულობა იქნება ანაზღაურებადი);
  • თუ კი გაქვთ სურვილი დაეუფლოთ გუნდის მართვისა და სხვა საჭირო უნარებს;
  • თუ კი გაქვთ  პასუხისმგებლობის გრძნობა, გააზრებული სურვილი და მუშაობის მოტივაცია;

SUBWAY სწორედ სწორედ ის ადგილია, საიდანაც უნდა დაიწყოთ!

პირობები:

  • 40 სთ-იანი სამუშაო განრიგი; 
  • საათობრივი ფიქსირებული ანაზღაურება (950 ლარიდან 1100 ლარის ფარგლებში)

გთავაზობთ:

  • წამახალისებელ აქტივობებს, პრიზებსა და ფულად ბენეფიტებს, რაც თქვენს სამუშაო რუტინას უფრო მრავალაფეროვანს გახდის 
  • 50% ფასდაკლებით კვების უზრუნველყოფა, SUBWAY-ს უგემრიელეს სენდვიჩებსა და სალათებზე

ლოკაცია:

  • ქ. თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი #19 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.