განცხადების აღწერა
კომპანია AACC პარტნიორი კომპანია SUBWAY-სთვის ახალ თანამშრომლებს ეძებს
SUBWAY-ში, რომელიც არის სარესტორნო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდი და ავრცელებს სენდვიჩების სიყვარულს მსოფლიოში, ვაკანსია გუნდის ლიდერის პოზიციაზე!
გუნდის ლიდერის პოზიციაზე თქვენ დაეუფლებით:
- გუნდის მართვისა და ფუნქციების დელეგირების უნარებს;
- გაეცნობით საკვების უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს;
- გაიუმჯობესებთ კომუნიკაციის უნარს და ისწავლით მომხმარებელთან ურთიერთობას;
- ჩაერთვებით SUBWAY-ს გუნდურ თავგადასავლებში და საჭიროების შესაბამისად შეისწავლით სენდვიჩების მომზადების საერთაშორისო სტანდარტებს.
ვის შეუძლია ჩვენთან დასაქმება?
- თუ კი არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება და ეძებთ ადგილს სადაც გამოიმუშავებთ თანხას (მენტორი ადგილზე გაგატარებთ ტრენინგებს, პირველივე დღიდან კი თქვენი ჩართულობა იქნება ანაზღაურებადი);
- თუ კი გაქვთ სურვილი დაეუფლოთ გუნდის მართვისა და სხვა საჭირო უნარებს;
- თუ კი გაქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, გააზრებული სურვილი და მუშაობის მოტივაცია;
SUBWAY სწორედ სწორედ ის ადგილია, საიდანაც უნდა დაიწყოთ!
პირობები:
- 40 სთ-იანი სამუშაო განრიგი;
- საათობრივი ფიქსირებული ანაზღაურება (950 ლარიდან 1100 ლარის ფარგლებში)
გთავაზობთ:
- წამახალისებელ აქტივობებს, პრიზებსა და ფულად ბენეფიტებს, რაც თქვენს სამუშაო რუტინას უფრო მრავალაფეროვანს გახდის
- 50% ფასდაკლებით კვების უზრუნველყოფა, SUBWAY-ს უგემრიელეს სენდვიჩებსა და სალათებზე
ლოკაცია:
- ქ. თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი #19
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.