სამუშაო ბაზრის დინამიკის ცვლილებამ, ტექნოლოგიურმა მიღწევებმა და თაობათა შორის განსხვავებამ კომპანიებს უბიძგა, შეეცვალათ რეკრუტინგის პრაქტიკები და ისინი უფრო მოქნილი და აპლიკანტებზე მორგებული გაეხადათ. ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვანია, ეფექტურად მოერგონ სამუშაო ძალის მოთხოვნებს, რათა მოიზიდონ და შეინარჩუნონ მათთვის სასურველი აპლიკანტები. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს, რომ დასაქმება საქართველოში უფრო სწრაფ და უმტკივნეულო პროცესად იქცეს.
დღევანდელ ბლოგში რეკრუტინგის პრაქტიკის REACH-ის შესახებ მოგიყვებით.
Reach
Gen Z თაობისთვის მხოლოდ კარგი ანაზღაურება და სტაბილური სამუშაო გარემო საკმარისი არ არის, მათთვის მნიშვნელოვანია კომპანიის რეპუტაცია, მნიშვნელოვანია იცოდნენ, როგორი დამოკიდებულება აქვს კომპანიას თავისი თანამშრომლების მიმართ, რამდენად ზრუნავს მათ ბრენდინგზე და განვითარებაზე. იმისათვის, რომ კომპანია სასურველ აუდიტორიას მიწვდეს, აუცილებელია თავისი კორპორატიული კულტურა გამჭვირვალე გახადოს და საზოგადოებას გაუზიაროს თავისი თანამშრომლების წარმატებები, ჰყავდეს რაც შეიძლება მრავალფეროვანი სამუშაო ძალა და შესთავაზოს მათ თანასწორი და ღირსეული სამუშაო პირობები. ამისათვის Unijobs-ი მეგობარ კომპანიებს სთავაზობს ბლოგების სერიას „გაიცანი უკეთ HR”, რომლებშიც ეიჩარები თავიანთ პერსონალურ გამოცდილებებსა და კომპანიების კორპორატიულ კულტურაზე ჰყვებიან.
Engage
იმისათვის, რომ აპლიკანტი ვაკანსიით დაინტერესდეს და მისი დაინტერესება მხოლოდ ვაკანსიაზე თვალის გადავლებით არ შემოიფარგლებოდეს, მნიშვნელოვანია კომპანიას ჰქონდეს გამართული ოფიციალური საიტი და კარიერის გვერდი, სადაც აპლიკანტი შეძლებს ამომწურავად მიიღოს ინფორმაცია აქტიური ვაკანსიების, მოთხოვნების, პირობების და თავად კომპანიის შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპანიამ სასურველი აუდიტორიის მიხედვით უნდა შეარჩიოს დასაქმების პლატფორმა და რელევანტურად განათავსოს ვაკანსიები. მაგალითად, საწყისი დონის (entry-level) ვაკანსიებისთვის საუკეთესო ადგილი unijobs.ge-ია.
Apply
„მარტივი“- ეს ის სიტყვაა, რომელიც განსაკუთრებულად უყვარს Gen Z-ის. თქვენ რამდენჯერ დაგისრულებიათ CV-ის ატვირთვის პროცესი, როდესაც კომპანია ვაკანსიაში უამრავი გრაფის შევსებას გთხოვდათ? სწორედ ამიტომ, CV-ის ატვირთვის ფუნქცია ძალიან მარტივი და კომფორტული უნდა იყოს და აპლიკანტისგან მოითხოვდეს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რისი ცოდნას ნამდვილად მნიშვნელოვანია შერჩევის პირველ ეტაპზე, სხვა დეტალურ ინფორმაციას კი შემდეგ საფეხურებზეც შეაგროვებთ. აქვე უნდა ითქვას, რომ Unijobs.ge CV-ის ატვირთვის სიმარტივით გამოირჩევა, სადაც ვაკანსიაზე CV რამდენიმე კლიკით იგზავნება.
Converse
აუცილებელია შერჩევის ყველა ეტაპი აპლიკანტისთვის ინტერაქციული იყოს, ჰქონდეს ინფორმაცია შერჩევის ყველა ეტაპის და მისი შედეგების შესახებ. ტექნოლოგიების დახმარებით ამ პროცესის რეგულირება საკმაოდ ადვილი გახდა, მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ არასოდეს დავაიგნოროთ აპლიკანტის ზარი ან შეტყობინება, რომელიც უშუალოდ ჩვენი მისამართით განახორციელა და ყოველთვის დავუბრუნოთ უკუკავშირი.
Hire
ახალი გარემო ყველასთვის სტრესულია, ამიტომ მნიშვნელოვანია კომპანიამ იზრუნოს იმაზე, რომ გუნდის თითოეული ახალი წევრი გარემოში ადაპტაციას და ინტეგრაციას ახერხებს და ყველანაირად უნდა შეუწყოს და გააადვილოს აპლიკანტისთვის ეს პროცესი.
იმისათვის, რომ კომპანიამ ეფექტურად წარმართოს რეკრუტინგის სრული ციკლი და მოიძიოს სასურველი აპლიკანტები, აუცილებელია გაითვალისწინოს მისთვის სასურველი სამუშაო ძალის თავისებურებები, მოთხოვნილებები და სურვილები და მაქსიმალურად მოერგოს მათ. ამის მისაღწევად პირველი ნაბიჯი კი Unijobs.ge-ზე ვაკანსიის განთავსებაა.