კომპანია Team Up-ში, ტალანტების მოზიდვის მენეჯერის პოზიციაზე, უკვე წელიწად-ნახევარია ვმუშაობ. ეს გამოცდილება საკმაოდ საინტერესოა ჩემთვის, რადგან დამეხმარა, სრულიად განსხვავებულად დამეწყო რეკრუტირების ინდუსტრიის სხვადასხვა კომპონენტის აღქმა.
ყველაზე საინტერესო ნაწილი აღმოჩნდა განვითარებაზე ორიენტირებული გარემო; პირველივე დღიდან, დავიწყე ჩემი თითოეული ნაბიჯის ოპტიმიზაციაზე ფიქრი, რისი საბოლოო მიზანიც კომპანიაში HR მიმართულების განვითარება და პროცესის გამარტივებაა.
Team Up-ში წელიწად-ნახევარი მუშაობის შემდეგ რამდენიმე უპირატესობა გამოიკვეთა, რაც ჩემს ამ კომპანიასთან გრძელვადიან თანამშრომლობას უწყობს ხელს.
პირველ რიგში, ჩვენ კომპანიაში გვაქვს სრულიად დისტანციური სამუშაო გარემო. ნებისმიერ მომენტში შემიძლია შევიცვალო სამუშაო სივრცე, თუმცა არ დავკარგო კავშირი ჩემი გუნდის წევრებთან.
გარდა ამისა, ციფრული ინფრასტრუქტურა საშუალებას მაძლევს რუტინულ პასუხისმგებლობებზე მაქსიმალურად დავზოგო დრო და უპირატესობა უფრო მნიშვნელოვან საკითხებს მივანიჭო.
Როცა Team Up-ის კორპორაციულ კულტურაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომპანიას 150-ზე მეტი ტალანტი ჰყავს მსოფლიოს 4 ქვეყნიდან. Შესაბამისად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ისეთი ღირებულებების შექმნა აღმოჩნდა, რომლებიც ნებისმიერი თანამშრომლის მოტივაციის ამაღლებას, განვითარებასა და გაძლიერებას შეუწყობდა ხელს.
Team Up-ის მხარეს შევქმენით ბენეფიტების მოქნილი სქემა:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კომპიუტერით ან სხვა სამუშაო მოწყობილობით უზრუნველყოფა
- სპორტ-დარბაზის აბონემენტი
- ონლაინ და ოფლაინ ღონისძიებები
მეორე მხრივ კი, ტალანტები მუშაობენ მზარდ ევროპულ კომპანიებში ჩვენს კლიენტებთან, რომლებსაც საკმაოდ დიდი სიფრთხილით ვარჩევთ.
ყოველთვის ვითვალისწინებთ, რომ კანდიდატი, როგორც გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით, ასევე პიროვნული თვისებებითა და კარიერული განვითარების გეგმითაც, შეესაბამებოდეს დამსაქმებელ კომპანიას.
გარდა ამისა, Team Up-ში გვყავს Talent Success Manager, რომელთანაც ნებისმიერ ტალანტს შეუძლია 1-1 შეხვედრის ჩანიშვნა, გასაუბრება, საკუთარ საჭიროებებზე საუბარი და გულწრფელი უკუკავშირის გაზიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
Რაც შეეხება შიდა გუნდს, რომლის ნაწილიც მე ვარ, ჩვენი კორპორაციული კულტურა აგებულია მაქსიმალური ნდობის, სრული გამჭვირვალობის, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და შეცდომებზე სწავლის პრინციპებზე.
შიდა გუნდის ბენეფიტები თითქმის იგივეა, რაც ტალანტების შემთხვევაში, თუმცა ემატება:
- Პროფესიონალური განვითარების გეგმა
- Მოქნილი სამუშაო გრაფიკი
- 100% დისტანციური რეჟიმი
- Რეგულარული შეკრებები რეალურ გარემოში
Team Up-ში დანერგილი გვაქვს ონბორდინგის ძირითადი სტრუქტურა, რომელსაც როგორც ტალანტებთან, ასევე შიდა გუნდის წევრებთან ვიყენებთ.
Პირველ რიგში, ამ სტრუქტურად თითოეული ახალი გუნდის წევრის/ტალანტის ინდივიდუალურ პოზიციას და გამოცდილებას ვარგებთ. თუმცა ძირითადი ასპექტები არ იცვლება, მათ შორისაა: კომპანიის კულტურა, პროცესები და სტანდარტული პროცედურები.
ონბორდინგის ყველაზე კრიტიკული ნაწილი, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული დავალებების შესრულებაცაა. ამ ეტაპის მიზანია, რომ ახალმა გუნდის წევრმა სამუშაო სპეციფიკის სწრაფად ათვისება და სხვადასხვა დავალებებზე დამოუკიდებლად მუშაობა შეძლოს. Პარალელურად, ხშირი უკუკავშირის სისტემა მას საშუალებას აძლევს მუდმივად დარჩეს აქტიურ ფაზაში, რომ აითვისოს და განავითაროს ახალი უნარები.
ონბორდინგი სხვადასხვა “სქვადებში” განსხვავებული პერიოდი გრძელდება, რეკრუტინგში მუშაობის პროცესში სრულფასოვნად ჩართვას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება.
ჩვენ ვეძებთ, ან უფრო სწორი იქნება რომ ითქვას – უდიდესი მონდომებით ვარჩევთ ტოპ პროფესიონალებს კავკასიის რეგიონიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მონდომება, მზაობა და ტექნიკური თუ პიროვნული უნარ-ჩვევები, რომ იმუშაონ ევროპულ სამუშაო გარემოში.
Unijobs.ge სტუდენტებისთვის ღია პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მოიძიონ მათზე მორგებული სტაჟირებები თუ სამსახურები; თავიდანვე ჰქონდეთ სრული ინფორმაცია თითოეულ შეთავაზებაზე და გაეცნონ დეტალურად როგორც ვაკანსიებას ასევე, დამსაქმებელ კომპანიებს.
მინდა წარმატება ვუსურვო ყველა სამუშაოს მაძიებელს და იმედი მაქვს, შევხდებით Team Up-ში 🙂