სამსახურის ყოველდღიური რუტინა ხშირად გვაგრძნობინებს დაღლილობას, მაგრამ მოგზაურობა არის ის, რაც გვავსებს ახალი ენერგიითა და შთაგონებით. ერთი მოკლე მოგზაურობაც კი გვეხმარება, თავიდან აღვიდგინოთ ძალები და სამსახურს განახლებული ენთუზიაზმით დავუბრუნდეთ. ვნახოთ, რას გვირჩევს თრეველ თაიმი, ჩვენი პარტნიორი ტურისტული კომპანია.
“ბოლო წლებში, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, მოგზაურობაზე მოთხოვნა განახლებული ენერგიით დაბრუნდა. ადამიანებმა თავიდან აღმოაჩინეს თავგადასავლების ღირებულება, და იმსახურებენ გეგმას, რომელიც ნამდვილად მათზეა მორგებული. ტურისტული სფერო დღითიდღე ვითარდება — არა მხოლოდ პოპულარული მიმართულებებით, არამედ მომსახურების ხარისხით და იმ ადამიანური დამოკიდებულებით, რაც საბოლოო შთაბეჭდილებას ქმნის.
ამ ყველაფრის ფონზე გაჩნდა კომპანია თრეველ თაიმი. ახალი სახელით, მაგრამ დიდი გამოცდილებით. თრეველთაიმში ახალი ხედვით იქმნება ტურები, სადაც ყველაფერი თქვენზეა მორგებული — არა მარტო ბიუჯეტით, არამედ ემოციითაც. კომპანიის მიზანი მარტივია: მოგზაურობა გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი და შემოგთავაზოთ გულითადი მომსახურება ავაშენოთ ნდობა, რომელიც არ ნიშნავს ერთჯერად ტურს — არამედ მრავალჯერად გზას, ერთად. გვჯერა, რომ მოგზაურობა არ არის მხოლოდ “ტური”. ეს არის დროის სწორად გამოყენება, ემოციების დაგროვება და ისეთი ადგილების აღმოჩენა, სადაც დაბრუნება აუცილებლად მოგინდებათ.
ჩვენი ხედვა მარტივია:
შემოგთავაზოთ არა ის, რაც ყველას აქვს — არამედ ის, რაც თქვენ გსურთ. ვიყოთ არა უბრალოდ ტურ ოპერატორები, რომლების საგზურსაც მოგყიდიან, არამედ თანამგზავრები თქვენი მოგზაურობის დაწყებიდან დაბრუნებამდე. ვასწავლოთ ადამიანებს, როგორ იმოგზაურონ ჭკვიანურად — ისიამოვნონ და ბოლომდე ენდონ პროცესს. რატომ ჩვენ? თრეველთაიმში დაჯავშნა ნიშნავს:
✨ სიმშვიდეს, რომ ყველაფერი წესრიგშია
✨ მხარდაჭერას ნებისმიერ ეტაპზე
ჩვენი გუნდი ყველა მიმართულებას პირადად ამოწმებს, ვმუშაობთ მხოლოდ სანდო პარტნიორებთან და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავი ისე იგრძნოთ, თითქოს მეგობარმა დაგიგეგმათ მოგზაურობა.
რჩევები ტურის დაჯავშნამდე:
- ყოველთვის ბოლომდე წაიკითხეთ ტურის დეტალები
- გადაამოწმეთ კომპანიის რეიტინგები და რეალური ფოტოები
- აუცილებლად დაუსვით კითხვები — პროფესიონალი კომპანია არ შეუშინდება დეტალურ ახსნას
- გაითვალისწინეთ სეზონი და ამინდი — ამას მნიშვნელობა აქვს, რათა თქვენი მოგზაურობა სრულფასოვანი იყოს
- არ დაიბნეთ ფასებზე — ბიუჯეტური ყოველთვის დაბალ ხარისხს არ ნიშნავს .
თრეველთაიმში ყოველი მიმართულება გულით არის შერჩეული. არ ვაკეთებთ “უბრალოდ ტურებს” — ვქმნით ემოციებსა და გამოცდილებებს. არ ვპირდებით ზღაპარს — მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენთვის რეალობა მაქსიმალურად კომფორტული, სწორი და ლამაზი იყოს.”
უნიჯობსი თრეველ თაიმთან ერთად გიმზადებთ საინტერესო სიურპრიზებს, ამიტომ თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ ქსელებს და არ გამოტოვოთ არც ერთი სიახლე!