განცხადების ვადა: 13/06/2024
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

ჩვენ ვეძებთ Wolt Market_ის მენეჯერს სრული განაკვეთით, ბათუმში.

ლოკაცია: რევაზ კომახიძის ქუჩა, 99.

მოცემულ პოზიციაზე შეგხვდებათ ბევრი საინტერესო გამოწვევა. გექნებათ შესაძლებლობა წვლილი შეიტანოთ Wolt Market_ის განვითარებაში და ასევე საშუალება, შექმნათ გუნდი, რომელიც მიმართული იქნება ზრდისა და განვითარებისკენ.

ძირითადი მოვალეობები:

  • მარკეტის ყოველდღიური ოპერაციების (პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ინვენტარიზაცია, მარაგების მენეჯმენტი) მართვა
  • მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა
  • გუნდის მართვა და უზრუნველყოფა იმისა, რომ გუნდის ყველა წევრმა შეძლოს თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა
  • მარკეტის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა

ჩვენი მოლოდინები:

  • გაქვთ გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება
  • ხართ პროაქტიული და მომსახურებაზე ორიენტირებული
  • არ გაშინებთ გამოწვევბი და გსიამოვნებთ სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობა
  • ერკვევით ტექნოლოგიებში და არ გიჭირთ მათი ათვისება
  • ხართ მონაცემებზე ორიენტირებული და გაქვთ ანალიტიკური აზროვნება, თქვენ იყენებთ მონაცემებს შედეგების გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის.
  • სასურსათო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას მიიღებთ ჩვენთან თანამშრომლობით:

  • სამედიცინო დაზღვევა
  • 24 სამუშაო საშვებულებო დღე
  • Wolt_ის კრედიტების ქეშბექი
  • სპორტული შეთავაზებები
  • ყოველწლიური ბიუჯეტი კორპორატიული წვეულებებისთვის
  • განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.