განცხადების აღწერა
შპს „წერტი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა – ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 4 ფილიალში დასაქმებულ 120 თანამშრომელს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე. დასვენება 2 დღე.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ფინანსდება კომპანიის მიერ)
- ფასდაკლების ბარათი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა მომსახურება;
- კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- დახლების შევსება;
- პროდუქციის ვადების კონტროლი;
- სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ენერგიულობა, თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
- კულინარიის სიყვარული (სასურველია).
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებებს!