განცხადების ვადა: 09/07/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

შემოუერთდი TNET-ის ციფრული ეკოსისტემის გუნდს Swoop Sales and Account Manager -ის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00

შენი როლი “თინეთში”:

  • გაყიდვების ყოველთვიური გუნდური გეგმების შესრულებაზე ზრუნვა, როგორც GP (gross profit) ასევე GMV (Gross merchandise value) ნაწილში;
  • ბაზარზე მიმდინარე მდგომარეობის მუდმივი კვლევა და კონკურენტების შეთავაზებების ანალიზი (ფასები, სერვისები);
  • პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა: მოძიება, მათთან კომუნიკაცია, ურთიერთობის ჩამოყალიბება გრძელვადიანი პარტნიორობისთვის, მათი პრობლემების გადაჭრაში ჩართულობა, შეთავაზებების განხილვა და მათი ლოალურობის გაზრდაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი: საკუთარი პორტფელის ანალიზი მონაცემებზე დაყრდნობით, ახალი შესაძლებლობების მოძიება და ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვა გუნდის ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
  • ხელშეკრულებების მართვა: ხელმოწერის უზრუნველყოფა და ინვოისების მონიტორინგი;

ჩარიცხვების მონიტორინგი.

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:

  • შენთვის საინტერესოა გაყიდვების სფერო და გინდა მიიღო გამოცდილება;

“თინეთში” დაგხვდება:

  • ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
  • ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
  • მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
  • სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
  • კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს “თინეთი” კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს “თინეთი” ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს “თინეთი” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.