განცხადების აღწერა
შპს „მატექს ჯორჯია“, VESTEL-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
კონდიციონერების მონტაჟი, დიაგნოსტიკა და შეკეთება;
სარეცხი მანქანებისა და მაცივრების ტექნიკური დიაგნოსტიკა და შეკეთება;
მომხმარებელთან ადგილზე გასვლითი სერვისის განხორციელება;
შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა;
უსაფრთხოების ნორმებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტექნიკური ცოდნა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მუშაობისა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია).
ჩვენ გთავაზობთ:
სრული სამუშაო განაკვეთი (40 საათი კვირაში);
კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
კომპანიის ავტომობილსა და საწვავს;
თანამშრომლის სპეციალურ ფასდაკლებას VESTEL-ის პროდუქციაზე;
სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი:
📍 თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი N126 (VESTEL-ის სერვისცენტრი)
განაცხადის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე: 📧 hr@mateks.ge
ელ.ფოსტის სათაური: „ტექნიკოსი – სერვისი“
ვაკანსიაზე გამოხმაურებითა და რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ ეთანხმებით შპს „მატექს ჯორჯიას“ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამუშავებას.