განცხადების ვადა: 10/10/2026
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით – ოზურგეთი,

ქალაქში – ოზურგეთი,

“ბს/2 ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას ATM და POS საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის პოზიციაზე ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.

“ბს/2” ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -“Penki Kontinentai” ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის. 

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

ლოკაცია: ოზურგეთი, ლანჩხუთი ან ჩოხატაური.

ანაზღაურება: 1300-2000 ლარი (ხელზე ასაღები).

ძირითადი ფუნქცია – მოვალეობები:

ძირითადი ფუნქცია – მოვალეობები:

  • ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია
  • ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება
  • მოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვა
  • მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება
  • ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა
  • EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია

მოთხოვნები:

მოთხოვნები:

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის ქონა;
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
  • სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
  • საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
  • საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას;
  • საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
  • პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას;
  • სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass-ს.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს “ბს/2 ჯორჯია”-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.


            ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
           
https://hel-ai.com/apply/Yowtytf