ავტო სესხების რისკების ოფიცრის სტაჟირება

უახლესი
განცხადების ვადა: 17/09/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ” აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების რისკების ოფიცრის სტაჟირების პროგრამაზე დასაქმების პერსპექტივით. შერჩეულ კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება და ადგილზე შეისწავლონ საქმიანობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტომობილის შეფასება, მისი კომპლექტაციისა და მასზე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, მისი წარმომავლობის დადგენა, ასევე საქართველოში შემოყვანამდე პირვანდელი მდგომარეობის მოძიება ფოტო და სხვა ინფორმაციული მასალებით.
  • ავტომობილის ძარაზე ამოტვიფრული ვინ. კოდის და ტექ-პასპორტში მითითებულის იდენტურობის შემოწმება.
  • ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა;
  • მომხმარებლის საკერედიტო მონაცემების ანალიზი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
  • სესხის მიზნობრიობის დადგენა და შესაბამისი პროცენტული წილით დაფინანსება.
  • ავტო-სესხის ონლაინ განაცხადის მიღება, დამუშავება და ოპერატიული რეაგირება;
  • ფილიალის თანამშრომლებთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია.
  • ხელმძღვანელისთვის უტყუარი და ობიექტურად გაანალიზებული ინფორმაციის მიწოდება საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად.
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; 

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; 
  • სტაჟირება: 1-2 თვე;
  • ანაზღაურება: სტაჟირების დროს 200 ლარი, რის შემდეგაც ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად (ფიქს. + ჯანმრთელობის დაზღვევა და წლიური ბონუსი);

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გისურვებთ წარმატებებს!