სტაჟირება – უნივერსალური მოლარე-ოპერატორი – ბათუმი

24/04/2026
1000 - 1300
განცხადების ვადა: 24/05/2026
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

სსმიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარეოპერატორის სტაჟირების პროგრამაზე  (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით) ქ. ბათუმში;


სტაჟირების ფარგლებში კანდიდატი დაეუფლება ერთერთ მოთხოვნად პროფესიას და შეისწავლის:

  • ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასებას;
  • ოქროთი უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების გაფორმებას;
  • ფულის ნიშნებსა და ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოებას;
  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოებას;
  • საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაციას;
  • სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას;
  • სალაროს ფულადი სახსრების მართვასა და კონტროლს;
  • ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურებს;
  • მომხმარებლის ხარისხიან, სწრაფი და კვალიფიციურ მომსახურებას;



საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 

  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სალაროში მუშაობის გამოცდილება (ბანკი, მაღაზია) ჩაითვლება უპირატესობად;

სხვა მოთხოვნები :

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა;

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი;
  • სტაჟირების ვადა: – 1 თვე;
  • ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში 250 ლარი, შემდეგ საშუალოდ 1000+1300 ლარი  + ჯანმრთელობის დაზღვევა;

შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge 

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება – სტაჟირებაუნივერსალური მოლარეოპერატორი – ბათუმი“.