განცხადების ვადა: 05/05/2025
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

რედბერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – მაღაზიის მენეჯერი,

ქალაქში – თბილისი,

“wegroup”-ი არის თანამედროვე დინამიური საცალო ვაჭრობის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია წარმოდგენილია 13 მაღაზიით თბილისში და ასევე, ონლაინ მაღაზიით – Myredberry.ge და Mandarina.ge

“wegroup”

MANDARINA 

REDBERRY

ჩვენი მისიაა მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლებს შევუქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ ვაფასებთ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობასა და ლოიალობას.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: Wegroup.ge 

ჩვენ მზარდ გუნდში ვეძებთ ენერგიით და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

მაღაზიის მენეჯერის

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
  • ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
  • ანაზღაურებადი შვებულება 6 თვის შემდეგ.
  • თვიური და დღიური ბონუსები KPI-ს შესრულების მიხედვით;
  • პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები;
  • მოქნილი გრაფიკი და მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები

  • ფილიალის ყოველდღიური საოპერაციო და სავაჭრო პროცესების ეფექტური მართვა;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა;
  • მარკეტინგულ აქტივობებში აქტიური ჩართულობა;
  • თანამშრომლების მართვა (დავალებების დელეგირება, კონტროლი, სამუშაო გრაფიკების შედგენა, შეფასება და განვითარებაზე ზრუნვა);
  • მომსახურების სტანდარტების მკაცრი დაცვა და კონტროლი;
  • პროდუქციის სწორად განთავსება შოურუმში და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
  • პროდუქციის მარაგებისა და მიღების პროცესის კონტროლი;
  • სალარო ოპერაციების მონიტორინგი და კონტროლი;
  • დაგეგმილი აქციების ორგანიზაციული პროცესების ეფექტური მართვა;
  • ინვენტარიზაციის პროცესის რეგულარული ორგანიზება და მონიტორინგი;
  • თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან კონფლიქტური საკითხების დროული და ეფექტური გადაწყვეტა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური საკითხების კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოს და გაყიდვების ანალიზი, ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
  • საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დროული მიღება
  • სამუშაოსთვის აუცილებელი ინვენტარის მოთხოვნა;
  • დროული და ხარისხიანი შესრულება სამუშაო ფუნქციებისა და დავალებების;
  • შიდა სტანდარტების, პროცედურებისა და ინსტრუქციების დაცვა;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • ორგანიზაციის იმიჯის პოზიტიურად წარმოჩენა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება საცალო ქსელის ან ფილიალის მართვის; მიმართულებით;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა (B2 დონე);

·       MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

ღირებულებები და პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;ლოიალურობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • მაღალი ემოციური ინტელექტი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.