განცხადების აღწერა
რედბერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – ელ. კომერციის და მომხმარებელთა უკუკავშირის სპეციალისტი ,
ქალაქში – თბილისი,
“wegroup”-ი არის თანამედროვე დინამიური საცალო ვაჭრობის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია წარმოდგენილია 13 მაღაზიით თბილისში და ასევე, ონლაინ მაღაზიით – Myredberry.ge და Mandarina.ge
“wegroup”
MANDARINA
REDBERRY
ჩვენი მისიაა მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლებს შევუქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ ვაფასებთ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობასა და ლოიალობას.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: Wegroup.ge
ჩვენ მზარდ გუნდში ვეძებთ ენერგიით და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანს ელ. კომერციის და მომხმარებელთა უკუკავშირის სპეციალისტი პოზიციაზე.
ელ. კომერციის და მომხმარებელთა უკუკავშირის სპეციალისტი
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
:
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა.
:
სამუშაოს აღწერა:
სამუშაოს აღწერა:
სპეციალისტის მიზანია უზრუნველყოს მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია ონლაინ პლატფორმებზე და შეკვეთების სწრაფი, ზუსტი მართვა.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
- ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
- ანაზღაურებადი შვებულება 6 თვის შემდეგ.
- პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები;
- მოქნილი გრაფიკი და მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები
- მომხმარებლის შეკითხვებზე სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრულ დროში რეაგირება ტელეფონით, ონლაინ შეტყობინებებითა თუ კომენტარებით.
- პროდუქტების, მომსახურებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
- მომხმარებლის პრობლემების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და საჭიროებისამებრ შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება
- პროდუქციის მარაგების და შეკვეთების გადამოწმება სამუშაო პროგრამებში
- ონლაინ შეკვეთების მიღება, გადამოწმება, პროგრამული ასახვა და სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრულ დროში მიტანის ორგანიზება
- ონლაინ გაყიდვების ზედნადების ატვირთვა და პროგრამული ასახვა (FINA)
- ონლაინ გაყიდვების ყოველდღიური ანგარიშების მომზადება
- მომხმარებლის კმაყოფილების გამოკითხვების ჩატარება
- ვებ-გვერდზე არსებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და დეველოპერთან კომუნიკაცია
- ხელმძღვანელის მიერ ელ. კომერციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ელ. კომერციის ან ქოლცენტრის მიმართულებით
- ქართული, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (B2 დონე მინიმუმ);
- MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
ღირებულებები და პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობა;
- გუნდურობა;
- სამართლიანობა;
- ლოიალურობა;
- მაღალი ემოციური ინტელექტი;
- პრობლემურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ძლიერი უნდარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!