ქოლგეითის ბრენდის სავაჭრო წარმომადგენელი

განცხადების ვადა: 12/12/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

“შარმ ტრეიდინგი” გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.  “შარმ ტრეიდინგი” ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Colgate, Selpak, Algida და სხვა.”


შარმ ტრეიდინგი აცხადებს ვაკანსია ,,ქოლგეითის ბრენდის სავაჭრო წარმომადგენლის’ პოზიციაზე ქუთაისში

ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00სთ

ანაზღაურება– 850 ლარი + ბონუსი (ჯამში 2050ლარი)+ კვარტლური ბონუსი 750 + საწვავი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა
** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
** შეკვეთების მიღება და გაფორმება
** სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
** მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა


აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსათვის საჭირო საწვავს)                                                                                                                                                           ** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

რას გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული
** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** მიზანდასახული
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. მეილზე   l.djoglidze@sharm.ge გთხოვთ სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  ,,ქოლგეითის ბრენდის სავაჭრო წარმომადგენელი’

სადისტრიბუციო კომპანია “შარმ ტრეიდინგში” თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები “შარმ ტრეიდინგი”-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

“შარმ ტრეიდინგი” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!