განცხადების აღწერა
კომპანია “ქებული კლიმატი” 2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიას გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://qebuli-climate.ge/
კომპანია „ქებული კლიმატი” აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. ქ. თბილისსა და მარნეულში.
გრაფიკი/პირობები:
- გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
- ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ფლობა;
- უცხო ენების (სასურველია რუსული ენის) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
საჭირო უნარ–ჩვევები:
- გამართული და დამაჯერებელი მეტყველების მანერა;
- პრეზენტაბელურობა;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი;
- ტექნიკური საკითხების სწრაფად შესწავლის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური, ან საოჯახო)
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
ან დაგვიკავშირდით: 591512374 ან შეავსეთ ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით https://forms.gle/JarveDnpEva3APvTA
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.