Pos ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტი

განცხადების ვადა: 11/12/2025
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე – Pos ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტი,

ქალაქში – თბილისი,

,,ბს/2 ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას POS ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტის პოზიციაზე.

,,ბს/2 ჯორჯია“

 POS ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტის

“ბს/2 ჯორჯია” წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, “Penki kontinentai”-ის, შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More 

ლოკაცია: თბილისი, პ. ყურაშვილის ქ №6 (ტრანსპორტირებას მეტრო სადგური „დიდუბიდან“ უზრუნველყოფს კომპანია).

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1100 ლარი.

გრაფიკი: სტანდარტული 40 საათიანი განაკვეთი, I-V, 09:00-18:00.

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

·      ტერმინალებში პროგრამის ჩაწერა, გამართვა, შემოწმება და დახარისხება;

·      ახალი მერჩანტების შიდა სამუშაო პროგრამაში ასახვა, არსებული ბაზების პერიოდული განახლება;

·      მერჩანტებთან კომუნიკაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;

·      ველზე მომუშავე ტექნიკოსებისთვის დისტანციური მხარდაჭერის გაწევა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

·      უმაღლეს განათლება (სასურველია ტექნიკური ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით);

·      საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

·      პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

·      უცხო ენები: ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

ჩვენ გთავაზობთ:

· პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას;

· კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;

· საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების  გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;

· ჯანმრთელობის დაზღვევას;

· საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;

· Fitpass ბარათს.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს “ბს/2 ჯორჯია”-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

            ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:

https://hel-ai.com/apply/UCcnPBze

მსგავსი განცხადებები