განცხადების აღწერა
შშმ პირთა დღის ცენტრი მშობლების თანადგომა
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია „მშობლების თანადგომას „ 18+ დღის ცენტრი მის: თბილისი, დიდუბე თევდორე მღვდელის ქ.46 აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზეზე.
- სამუშაო საათები მოიცავს კვირაში 1 სამუშაო დღეს 10 – 16 საათამდე.
ფსიქოლოგის მუშაობის მიზანია: ხელი შეუწყოს ცენტრის ბენეფიციარების ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებას და მათი უნარების განვითარებას.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები
- თითოეულ ბენეფიციარზე აწარმოოს პირადი საქმე მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
- ბენეფიციარის დღის ცენტრში შემოსვლიდან 20 დღის განმავლობაში შეაფასოს მისი ფუნქციური, ფსიქო-ემოციური და აკადემიური საჭიროებები და დღის ცენტრის მულტიდისციპლინარულ წარუდგინოს წერილობითი დასკვნა ინდივიდუალური მომსახურების/ზრუნვის გეგმის შესადგენად;
- მონაწილეობა მიიღოს პირველადი ზრუნვის გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში;
- მიმდინარე და ჩატარებული ფსიქოლოგიური სამუშაოების პროგრესის განსაზღვრისთვის იხელმძღვანელოს სხვადასხვა ტექნიკებით: ტესტირება, ინტერვიუ და ა. შ.
- გააცნოს მშობლებს მათი შვილების ინდ. გეგმის მიზნები,კონსულტირების გზით დახმარება შესთავაზოს და გაუწიოს ბენეფიციართა მშობლებს/ოჯახის წევრებს (მათი სურვილის შემთხევაში);
- აწარმოოს პროგრესის ჩანაწერები პირველადი ზრუნვის გეგმის იმ მიზნებთან მიმართებაში, რაც ფსიქოლოგის ჩართულობას მოითხოვს.
- კონსულტაცია გაუწიოს დღის ცენტრის თანამშრომლებს.
- გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა
- დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი;
მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:
სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;
კეთილსინდისიერება/სანდოობა;
მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
ადაპტაციის უნარი.
პუნქტუალობა
შერჩევის პროცედურა:1 ეტაპი – CV-ის განხილვა;
2 ეტაპი – გასაუბრება;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!