განცხადების აღწერა
შშმ პირთა დღის ცენტრი მშობლების თანადგომა
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია „მშობლების თანადგომას „ 18+ დღის ცენტრი მის: თბილისი, დიდუბე თევდორე მღვდელის ქ.46 აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის პოზიციაზე.
- სამუშაო საათები მოიცავს კვირაში 5 სამუშაო დღეს 10 – 16 საათამდე.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
დაეხმაროს სპეცპედაგოგს და მონაწილეობა მიიღოს დღის ცენტრის ყველა აქტივობების განხორციელების პროცესში.
- ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და განხორციელებაში ჩართულობა
- ჯგუფური აქტივობების დაგეგმა და განხორციელებაშ ჩართლობა
- ბენეფიციარების ინდივიდუალურად დახმარება საჭიროების შემთხვევაში;
- შშმ 18 წელს ზემოთ ბენეფიციარების გამოყენებითი ხელოვნება და შრომითი საქმიანობის აქტივობაში ჩრთულობა
- გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა
- დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრი, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპიის, სოცმუშაკის სპეციალობით განათლება; სასურველია ქონდეს შემოქმედებითი უნარი(კერვა, თექაზე მუშობა, ხატვა და აშ…) შერჩევით ეტაპზე უპირატესობა მიენიჭბა შშმ. პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კადრს !!!
მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:
* სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
* გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
* დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;
* კეთილსინდისიერება/სანდოობა;
* მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
* სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;
* კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
* ადაპტაციის უნარი.
*პუნქტუალობა
შერჩევის პროცედურა:
1 ეტაპი – CV-ის განხილვა;
2 ეტაპი – გასაუბრება;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!