განცხადების ვადა: 29/02/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

სს “ნიკორა ტრეიდი“ უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს  ორი  წამყვანი ბრენდის – „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

„ნიკორა ტრეიდი“ ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე ქ. თბილისში – დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე


ჩვენ გთავაზობთ:

  • გაზრდილ ანაზღაურებას – 1150-1500 ლარს + ბონუსს;
  • კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
  • მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ფუნქციამოვალეობები:

  • ფილიალში შემოსული პროდუქციის მიღება და დასაწყობება FIFO-ს წესებისა და ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით;
  • ფილიალის საწყობში არსებული პროდუქციის ვადებისა და მარაგების რეგულარული კონტროლი;
  • ფილიალის საწყობში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • ფილიალში მიმდინარე აღწერაში მონაწილეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ფილიალის სივრცის  პროდუქციით მომარაგება.


გაცნობებთ, რომ  თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს,  დამუშავდება სს „ნიკორა ტრეიდისა“ ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის – შპს „თი.დი.ჯი კონსალტინგის“ ს/კ 405123049  (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად  დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის   არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა  და  დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.   მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge  შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს „ნიკორა ტრეიდის“ ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.


გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთგააგზავნე რეზიუმე“- ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://forms.gle/ZmnGMxx5VPCE4Huk8


გისურვებთ წარმატებას!