მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
განცხადების აღწერა
საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
მისამართი: ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზირი, 61. ბიზნეს ცენტრი “მოზაიკა”
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, ცვლების პრინციპი (09:00-16:00/16:00-23:00)
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / განვითარების პერსპექტივა
სამუშაო აღწერილობა:
- კომპანიის უცხოენოვან პარტნიორებთან/ფილიალებთან/მომხმარებლებთან კომუნიკაცია,
- ზარების მიღება, საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარება;
- პარტნიორ კომპანიებსა და შიდა ქსელის ოპერატორებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება.
მოთხოვნები:
- გამოცდილება მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ვაკანსიის ბმული: https://hel-ai.com/apply/WYkNA2je
ინტელიექსპრესი გისურვებთ წარმატებას!