განცხადების ვადა: 05/11/2026
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

ვაკანსია ბათუმში

კოსმოს შესახებ

Cosmo 2015 წლიდან ქმნის ტყავის ხელნაკეთ ჩანთებსა და აქსესუარებს, რომლებიც თანამედროვე დიზაინს, თემატურობას, ოსტატურ ხელსაქმესა და პერსონალიზაციას აერთიანებს.  

დღეს კოსმოს აქვს 11 ფილიალი, 100-ზე მეტი თანამშრომელი და მზარდი გუნდი, საკუთარი საწარმო და უნიკალური “ღია სახელოსნოს” კონცეფცია. 

გვჯერა, რომ ქართულ ბრენდებს ვაშენებთ თითოეული გუნდის წევრი. ამიტომ, ვეძებთ პოზიტიურ, მონდომებულ ადამიანებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე სამუშაოდ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი საკვანძო პოზიცია ბრენდსა და მომხმარებელს შორის სწორი და ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად. 

სასურველია იყოს სტუდენტი

სამუშაო ადგილი – ბათუმი

სამუშაო გრაფიკი – სტუდენტებზე მორგებული

ფუნქცია-მოვალეობები:

• მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, კოსმოს სტანდარტების შესაბამისად, გუნდის წევრებთან ერთად. მის

განვითარებაზე ზრუნვა

• დადგენილი KPI-ების შესრულება გუნდთან ერთად, ყველა მათგანის შესრულებაზე მუშაობა

• პროდუქციის მუდმივად მოწესრიგებულად განთავსება გუნდის წევრებთან ერთად, 

• მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებია აქტიური კომუნიკაციის გზით და განვითარებაზე ზრუნვა პიროვნული თვისებები:

• ენერგიული

• კრეატიული

• გაწონასწორებული

• პოზიტიური აზროვნების უნარი

• ტექნიკური აზროვნების უნარი

• გუნდური მუშაობის უნარი

• შემოქმედებითობა და ინიციატივის გამოვლენის უნარი

• ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

• მორგებულ სამუშაო გრაფიკს

• იდეების მხარდაჭერას

• განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების/უნარების გაუმჯობესებისათვის იდეალურ გარემოს.

• მეგობრულ გუნდს.

•  შიდა ფასდაკლებებს.

გამოგვიგზავნე მეილზე: hr@cosmo.com.ge

სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ქალაქი და პოზიცია:  

  • მოლარე-კონსულტანტი – ბათუმში

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 5.11.2026

მსგავსი განცხადებები