განცხადების ვადა: 07/10/2026
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

ყავის   კომპანია „coffeeshop company georgia“ საერთაშორისო ფრენჩაიზის ქსელის ნაწილია, რომელიც შთაგონებულია ცნობილი ვენური ყავის სახლების კულტურით. 8 წელზე მეტია, ჩვენი კომპანია ქმნის უნიკალურ ყავის გამოცდილებას თბილისში, პრემიუმ ყავის, თბილი ატმოსფეროსა და მაღალი ხარისხის მომსახურების შერწყმით.

ყავის  კომპანია  “COFFEESHOP COMPANY GEORGIA’’  აცხადებს ვაკანსიას  მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული – 5/2ზე გრაფიკი
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრის შეკვეთის მიღება, შეკვეთის პროგრამაში სწორად ასახვა და შესაბამის განყოფილებაში გადაცემა;
  • მენიუსა და პროდუქციის შესახებ სტუმრისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმრისგან უკუკავშირის მიღება და საჭიროების შემთხვევაში პრობლემური საკითხის მენეჯერთან გადამისამართება;
  • სტუმრების საჭიროებების დროული ამოცნობა და შესაბამისი რეაგირება;
  • მაგიდების მომზადება, სისუფთავისა და მოწესრიგებულობის კონტროლი
  • მომსახურების სტანდარტებისა და კომპანიის შიდა წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა სამუშაო პროცესში;
  • აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საშუალო/უმაღლესი განათლება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
  • პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.


ჩვენ გთავაზობთ: 

  • კვებას;
  • კომფორტულ სამუშაო  გარემოს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ანაზღაურებას პირველივე დღიდან;
  • მზარდი ანაზღაურება.


დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ  მისამართზე: hrcoffeeshopgeo@gmail.com

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

მსგავსი განცხადებები