განცხადების აღწერა
მარკეტების ქსელი „გვირილა“ ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“ -ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV ან დარეკეთ ნომერზე 555 54 38 35.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტზე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა და მონიტორინგი;
- პროდუქციის რეალიზაციის ზრდის ხელშეწყობა და გაყიდვების ანალიზი;
- დაგეგმილი აქციების ორგანიზება და პროცესების ეფექტური მართვა;
- პროდუქციის გეგმიური აღწერის ჩატარება და შესაბამისი წესების დაცვა;
- ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
- პროდუქციის მიღება და ფასმაჩვენებლების განთავსება;
- ვადების, ხარისხისა და ტემპერატურის მუდმივი კონტროლი;
- ვადაგასული პროდუქციის ამოღება და მომწოდებლისთვის დაბრუნება;
- პროდუქციის განლაგება პლანოგრამით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- ნაშთებისა და მარაგების მართვა და აღრიცხვა;
- ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება (Z ფაილი, შემოსავალი/გასავალი პროგრამაში);
- მომხმარებელთან თანხის დაბრუნების პროცესის სამართავი დოკუმენტაციის მომზადება (საგადასახადო აქტი, ორდერი);
- პერსონალის საქმიანობის კონტროლი და ტაბელების წარმოება (მათ შორის Excel-ში);
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და უსაფრთხოების წესების კონტროლი ობიექტში;
- საჭირო ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება;
- დაქვემდებარებული პერსონალის ადმინისტრაციული საკითხების მართვა და დოკუმენტაციის დროული მიწოდება;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
სამუშაო პირობები
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი 10:00–17:00
შაბათი 10:00–23:00 (შესვენება 1 საათი);
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
სტაბილურ გარემოს სწრაფად მზარდ კომპანიაში.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“ -ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV ან დარეკეთ ნომერზე 555 54 38 35.
გისურვებთ წარმატებას!