მძღოლის დამხმარე

21/11/2025
1200 - 1400
განცხადების ვადა: 21/12/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „მძღოლის დამხმარის“ პოზიციაზე  გარდაბნის მუნიციპალიტეტში.  სოფელი კრწანისი, გიგანტის დასახლება. 


    ფუნქცია-მოვალეობები:

  1. უსაფრთხოების წესების დაცვა;
  2. კომპეტენციის ფარგლებში სხვა უფლებამოსილი პირების მიერ მიწოდებული დავალებების შესრულება.
  3. ტექნიკის უსაფრთხო გადაადგილების/მიწოდების უზრუნველყოფა კომპანიის შოურუმებსა და მომხმარებლის/დილერის ლოკაციაზე.
  4. ტექნიკის/ნივთები უსაფრთხო დატვირთვის/ჩამოტვირთვის/დაცლის უზრუნველყოფა, დასაწყობება,  კომპანიის შოურუმებში,  მომხმარებლისა და დილერის ,კომპანიის მიერ პირდაპირ განსაზღვრულ საქალაქთაშორისო მისამართებზე საქართველოს მასშტაბით. 
  5. დაკისრებული მოვალეობების თავაზიანად და კეთილსინდისიერად შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი
  • ფიქსირებული ხელფასი 6 თვის შემდგომ 1400 ლარი

სამუშაო გრაფიკი:

  • კვირაში 6 სამუშაო დღე 10:00 სთ დან 18:00 სთ მდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
  • შაბათს 10:00 -15:00  საათამდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge 2025 წლის 31 დეკემბრამდე . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.  

 მოგახსენებთ, რომ შპს „ემტექნიკსი“ დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოუცლობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს „ემეტქნიკსი“-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით. 

 წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს „ემტექნიკსი“-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით. 

მოგახსნებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე:  0322 52 43 43; 

გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.