განცხადების ვადა: 19/06/2026
გააგზავნე რეზიუმე

განცხადების აღწერა

ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე.

ეს პოზიცია იდეალურია კანდიდატისთვის, რომელსაც უყვარს ბავშვებთან მუშაობა, შეუძლია მათთან პოზიტიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნა და მზად არის მუდმივი პროფესიული განვითარებისთვის.

სამუშაო გრაფიკი:
კვირაში 2 დღესაკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული ეთიკა;
  • მოთმინება, ყურადღებიანობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის განვითარებული უნარები;
  • ბავშვებთან ეფექტური ურთიერთობის დამყარების უნარი;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების მაღალი მოტივაცია.

პროფესიული განვითარების მოთხოვნა

კანდიდატი მზად უნდა იყოს რეგულარული ტრენინგებისა და სასწავლო აქტივობების ფარგლებში აქტიური ჩართულობისთვის, მათ შორის წელიწადში ორჯერ ქალაქ თბილისში დაგეგმილ სავალდებულო ტრენინგებზე დასასწრებად. ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯები სრულად დაფინანსებულია.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც იზიარებს ხარისხიანი განათლების მნიშვნელობას, უყვარს ბავშვებთან მუშაობა და მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს მათ განვითარებასა და წარმატებაში.

პოზიციასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები განხილული იქნება გასაუბრების ეტაპზე.

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/MtmWC1YQKHz5EXHcA