განცხადების აღწერა
“ლავლი როუზის” ერთ-ერთი წამყვანი ყვავილების მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის იმპორტირებულ ყვავილებსა და ფლორისტიკულ სერვისებს სთავაზობს.
ჩვენთან, მენეჯერის როლში, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ განივითაროთ ბიზნეს უნარები, იმუშაოთ მეგობრულ და სასიამოვნო გარემოსა და ყვავილების გარემოცვაში. განვიხილავთ როგორც ადამიანს გამოცდილების გარეშე, რომელიც სწრაფად ითვისებს კომპიუტერულ პროგრამებს და შეუძლია რამოდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება (მულტითასქინგი), ასევე 1-2 წლის გამოცდილების მქონე კანდიდატებს. აუცილებელი მოთხოვნაა ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა. (სასურველია B2 ინგლისურში და B1 რუსულში).
ანაზღაურება. სტაჟირების პერიოდში 40 ლარი, სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში – 50 ლარი და მომავალში მზარდი. ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია ინდივიდუალურ პროგრესზე.
გრაფიკი. ჩვენი მაღაზია ყოველ დღე მუშაობს, შაბათ – კვირის ჩათვლით. ამრიგად, სასურველი სამუშაო დღეები თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ, თქვენი სტუდენტური გრაფიკის შესაბამისად: კვირაში 3-5 დღე, 09.00-17.00 ან 16.00.00-00.00. სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ზაქარია ფალიაშვილის 38.
სამუშაოს ხანგრძლივობა : 2 თვე, შესაძლოა მუდმივადაც, მოლაპარაკების საფუძველზე.
დაახლოებითი მოვალეობები:
● შეკვეთების მიღება ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ელ-ფოსტითა და სხვა არხებით.
● შეკვეთების მართვა: გადაცემა ფლორისტებისთვის – გასამზადებლად და კურიერისთვის – მისატანად.
● შეკვეთის სტატუსის ცვლილება სისტემაში
● ვებგვერდზე პროდუქციის განახლება, საჭიროებისამებრ კორექტირება და დამატება
● უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით, თქვენ ეთანხმებით შპს “ლავლი როუზის”-თვის თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, მისი დასაქმების მიზნებისათვის დასამუშავებლად.
გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა: