გუნდის წევრი (მოლარე ან მზარეული)

განცხადების ვადა: 24/08/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

KFC აცხადებს ვაკანსიას: გუნდის წევრი (მოლარე ან მზარეული)

KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია 20 ბრწყინვალე რესტორანი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პოზიტიური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული, და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა, კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო პირობები!

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: 1000 ლარიდან (ხელფასი+ბონუსი)
  • ბონუსები შესრულებული სამუშაოს შედეგების მიხედვით;
  • სრული ან ნახევარი განაკვეთი (მცოცავი გრაფიკი თქვენი სურვილისამებრ);
  • სტუდენტებზე ხელშეწყობა ცხრილში;
  • განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მასშტაბურ საერთაშორისო კომპანიაში

ბენეფიტები:

  • დაზღვევა;
  • საღამოს ცვლაში კორპორატიული ტაქსით სარგებლობა;
  • კვებაზე ფასდაკლება;
  • ფიტპასი (სურვილის შემთხვევაში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ საშუალო განათლება;
  • ქართულად გამართულად და თავისუფლად მეტყველება და წერა.

ფუნქცია/მოვალეობები:


მზარეული:

  • კერძების მომზადება;
  • სტანდარტების დაცვა;
  • სისუფთავის დაცვა რესტორანში.

მოლარე:

  • სტუმრების მომსახურება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
  • სტანდარტების დაცვა;
  • სისუფთავის დაცვა რესტორანში

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გისურვებთ წარმატებებს!