განცხადების ვადა: 22/11/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

კომპანია “ბიომარკეტი” უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ბად-ების (საკვები დანამატების) გაყიდვა (მათ შორის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა, სოკოვანი ბაქტერიის საწინააღმდეგო აბები, გასახდომი საშუალებები, პროსტატა-პოტენციის სამკურნალო საშუალებები, სიგარეტისა და ალკოჰოლისთვის თავის დასანებებელი პრეპარატები, სახის კანის გასამკვრივებელი კრემი), რაც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენთან წლობით ინარჩუნებენ ურთიერთობას.

რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: მინიმუმ 2000 ლარი თვეში
    (ფიქსირებული 700 ლარი + % გაყიდვებიდან — რაც უფრო მაღალია შედეგი, მით უფრო მაღალია ანაზღაურება);
  • სამუშაო გრაფიკი: 5/2  09:00–17:00 და 14:00–22:00
  • ადაპტაციის პერიოდი: 10–14 დღე (მოკლე სამუშაო საათებით — 11:00–14:00 ან 15:00–18:00);
  • მუშაობა შეგიძლიათ როგორც თბილისის ცენტრალურ ოფისში, ისე დისტანციურად;
  • ადაპტაციის დროს გაქვთ როგორც ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება, ასევე გაყიდვების %;
  • ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ — სტაბილურად და დროულად;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივა. 

ვის ვეძებთ

  • კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გაყიდვებში ან ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • პასუხისმგებლიან და პუნქტუალურ ადამიანებს, რომლებიც მიზანმიმართულად მუშაობენ შედეგზე;
  • გუნდური მუშაობის უნარითა და მუდმივი განვითარების მოტივაციით;
  • მზად არიან გაიარონ ტრენინგები და განივითარონ გაყიდვების უნარები.

ჩვენი ბენეფიტები

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა თავი კომფორტულად და მოტივირებულად იგრძნოს. ამიტომ გთავაზობთ:

  • ძირითადი ბონუსების გარდა, ყოველკვირეულ ბონუსებს — შედეგებზე დაფუძნებული დამატებითი ანაზღაურება;
  • სამოტივაციო ბონუსებს სტაჟირების პერიოდში — შენი პირველი ნაბიჯების მხარდასაჭერად;
  •  არაფინანსურ წახალისებებს სამუშაო კვირის განმავლობაში:პიცა, ხილი, ტკბილეული და სხვა სასიამოვნო სიურპრიზები;
  • ყავა და ჩაი — შეუზღუდავად, ჩვენი კორპორატიული ენერგიისთვის;
  • Fitpass ბარათი — ზრუნვა შენს ჯანმრთელობასა და აქტიურ ცხოვრებაზე.

მოთხოვნები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
  • დისციპლინირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი პირადი მონაცემები სრულიად დაცულია.კომპანია შპს „ბიომარკეტი“ იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ იმ მიზნით, რომ განიხილოს თქვენი კანდიდატურა მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებზე.

პირადი მონაცემების დამუშავება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, უსაფრთხოების სათანადო ზომების მიღებით.
მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: recrutergeorgia@gmail.com (Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) და ჩვენ განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

დაინტერესებული ხართ? დარეკეთ WhatsApp-ის შემდეგ ნომერზე: +995 571002077 (თაკო)