განცხადების აღწერა
დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს: https://hel-ai.com/apply/GCI8MsOb
სს „ნიკორა ტრეიდი“ – საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.
წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.
სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.
შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ – კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად – გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს “ნიკორა ტრეიდი” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ბიუჯეტირებისა და კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N7
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
- წლიური ბიუჯეტირებისთვის საჭირო ფაილების მომზადება, საბიუჯეტო კალენდრის შედგენა, დედლაინების კონტროლი და დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია;
- ფულადი ნაკადების, საბრუნავი კაპიტალისა და CapEx/საინვესტიციო პროექტების დაგეგმვა, ეკონომიკური დასაბუთება (Payback/ROI) და ფაქტთან შედარება;
- მაღაზიების რეალიზაციის გეგმების აგება და პერიოდული რეპროგნოზირება (reforecast) სეზონურობის, LFL-ისა და მიმდინარე ტრენდების გათვალისწინებით.
- დეპარტამენტებიდან მოთხოვნილი ხარჯების ლოგიკურობისა და ბიუჯეტთან შესაბამისობის შემოწმება/დადასტურება, ბიუჯეტგარეშე ხარჯების იდენტიფიცირება და ესკალაცია;
- ფაქტ-ბიუჯეტის ყოველთვიური კონტროლი, გადახრების მიზეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
- პროექტების მფლობელების მხარდაჭერა ბიუჯეტირების პროცესში, ასევე საბიუჯეტო მეთოდოლოგიისა და პროცესების მუდმივი ოპტიმიზაცია;
- პერიოდული ანგარიშგების (P&L, KPI-ები, გადახრები) მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისა და დაინტერესებული მხარეებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- ფინანსური აღრიცხვის პრინციპების ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, მათ შორის Power Query;
- ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური და/ან რუსული)
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს: https://hel-ai.com/apply/GCI8MsOb
სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის