განცხადების აღწერა
სააფთიაქო ქსელი „ლურჯი ჯვარი“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის / ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერში.
თუ გაქვთ შესაბამისი განათლება, გსურთ პროფესიული ზრდა სტაბილურ გარემოში და გიყვართ მომხმარებელზე ზრუნვა, სიამოვნებით მიგიღებთ ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოვალეობები:
• მომხმარებლისთვის ფარმაცევტული პროდუქტების, მედიკამენტების, სამკურნალო კოსმეტიკისა და მოვლის საშუალებების პროფესიონალური შერჩევა და კონსულტაციის გაწევა;
• ექიმის დანიშნულების (რეცეპტის) სიზუსტის შემოწმება და მედიკამენტების გაცემა მოქმედი კანონმდებლობისა და წესების დაცვით;
• მომხმარებლისთვის წამლის მიღების წესების, დოზირებისა და შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
• აფთიაქში პროდუქციის მიღება, დასაწყობება და თაროებზე განთავსება სტანდარტების შესაბამისად;
• ფარმაცევტული წესებისა და წესრიგის დაცვა სააფთიაქო სივრცეში.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფარმაციის მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
• ანაზღაურება: პირველი 3 თვის განმავლობაში ფიქსირებული ანაზღაურება 1000₾, ხოლო მე-4 თვიდან — ფიქსირებული 1000₾ + ბონუსი;
• სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (2 დასვენების დღე);
• ჯანმრთელობის დაზღვევა: სრული სადაზღვეო პაკეტი;
• ფასდაკლების სისტემა: სპეციალური ფასდაკლება ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტებზე;
• მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში CV გააგზავნეთ შემდეგ მეილზე: irakligagua077@gmail.com ან დარეკეთ ნომერზე: 577371841
გისურვებთ წარმატებას!