განცხადების ვადა: 06/12/2024
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

შპს „ჯეოტეკ დისტრიბუცია“, მსოფლიო ბრენდების (Dyson, JBL, HarmanKardon, Ninja, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, Dyson-ის რიგით მესამე ბრენდ ზონისთვის აცხადებს ვაკანსიას ბრენდ ზონის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში. 

ძირითადი მოვალეობები:

მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი

პერიოდულად ინვენტარიზაციის ჩატარება

დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა; 

კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება; 

პროდუქციის განლაგება Dyson-ის სტანდარტების შესაბამისად 

გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა; 

ახალი მოდელების შესწავლა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება 

საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება. 

ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;

პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; 

დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი; 

ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა, პუნქტუალობა; 

გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი; 

ადგილმდებარეობა: ბათუმი, სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“

დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00 

შერჩევის ფორმა:  გასაუბრება

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.