განცხადების ვადა: 31/08/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

Native Block GE LLC | სრული განაკვეთი (შესაძლებელია განხილვა ნახევარ განაკვეთზე) | ჰიბრიდული რეჟიმი | თბილისი

Native Block GE LLC ეძებს დირექტორის ასისტენტს — პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და დამოუკიდებლად მოქმედ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია პროცესების ეფექტურად ორგანიზება და მზად არის მხარი დაუჭიროს კომპანიის ხელმძღვანელს ყოველდღიური ოპერაციული და ადმინისტრაციული ამოცანების შესრულებაში.

ანაზღაურება: 1500-2000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • ადმინისტრაციული და საორგანიზაციო მხარდაჭერა;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის დახარისხება და სისტემატიზაცია;
  • დოკუმენტების საბუღალტრო პროგრამაზე ატვირთვა;
  • შესყიდვებში მონაწილეობის მხარდაჭერა;
  • ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციების მართვა;
  • დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვა.

მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობა, აკადემიური სიზუსტე და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი (საწვავისა და ცვეთის ხარჯი კომპანიის მხრიდან ანაზღაურდება);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა — როგორც წერილობითი, ისე ზეპირი კომუნიკაციისთვის;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა და უნარ-ჩვევები ყოველდღიური კომუნიკაციისა და ორგანიზებისათვის.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკურ ან ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: სრული განაკვეთი (შესაძლებელია განხილვა ნახევარ განაკვეთზე იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გამოირჩევა დროის ეფექტიანი მართვის უნარით);
  • რეჟიმი: ჰიბრიდული — ოფისში და პერიოდულად დისტანციურად.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“ -ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.