განცხადების აღწერა
დელივო — ერთ-ერთი წამყვანი საფოსტო-საკურიერო კომპანიაა ლოჯისტიკის სფეორში, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია მოიცავს 35-მდე სერვის ცენტრს 24 ქალაქში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
დელივოს ძირითადი მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მზარდ მოთხოვნებს.
კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ეფექტურობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს — რაც უზრუნველყოფს გზავნილების სანდო, სწრაფ და კომფორტულ მიწოდებას როგორც ინდივიდუალურად, ისე კორპორატიული პარტნიორებისთვის.
“დელივო” აცხადებს ვაკანსიას დახარისხების ოპერატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ.თბილისი, დიდ დიღომი, ფარსადანის ქ.N 10
ფუნქცია-მოვალეობები:
- ამანათების დახარისხება თბილისის ქუჩების მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- თბილისის ქუჩების ცოდნა.
განრიგი:
12:00-დან 21:00-დე ან/და 13:00-დან 22:00-მდე, (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით).
პიროვნული თვისებები და უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
ანაზღაურება: 1350 ლარი
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV 2025 წლის 23 აგვისტომდე.
„დელივო” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
“დელივოში” თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “დელივოს” მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.