დახარისხების ცენტრის დამხმარე-თბილისში მომსახურების ხელშეკრულებით

განცხადების ვადა: 23/08/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

დელივო — ერთ-ერთი წამყვანი საფოსტო-საკურიერო კომპანიაა ლოჯისტიკის სფეორში, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია მოიცავს 35-მდე სერვის ცენტრს 24 ქალაქში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

დელივოს ძირითადი მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მზარდ მოთხოვნებს.

კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ეფექტურობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს — რაც უზრუნველყოფს გზავნილების სანდო, სწრაფ და კომფორტულ მიწოდებას როგორც ინდივიდუალურად, ისე კორპორატიული პარტნიორებისთვის.

“დელივო” აცხადებს ვაკანსიას დახარისხების ცენტრის დამხმარეს პოზიციაზე მომსახურების ხელშეკრულებით.

ლოკაცია: ქ.თბილისი, დიდ დიღომი, ფარსადანის ქ. 10

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • საკურიეროში საფოსტო გზავნილების მიღება-დამუშავება, პროგრამულად აღრიცხვა და დახარისხება;
  • დოკუმენტებისა და მონაცემთა ბაზების მართვა;
  • კომპანიაში დანერგილ პროგრამებში მუშაობა;
  • საკურიეროში მიღებული გზავნილების რეესტრების მიხედვით შემოწმებას და მათ აღრიცხვის

უზრუნველყოფა შესაბამისი წესის დაცვით;

  • გასაგზავნი გზავნილების დახარისხება/ გაგზავნის უზრუნველყოფა.
  • ტვირთების ატვირთვა-ჩამოტვირთვა
  • ამანათების დახარისხება მისამართების მიხედვით 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • Excel მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

დღიური ანაზღაურება: 70 ლარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV 2025 წლის  23 აგვისტომდე.

„დელივო” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
“დელივოში” თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “დელივოს” მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

მსგავსი განცხადებები