დამტვირთველის ოპერატორი

განცხადების ვადა: 10/11/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

ვაკანსია: დამტვირთველის ოპერატორი 

📍 მდებარეობა: დიდი დიღომი, თბილისი
💰 სტაბილური ანაზღაურება: 1700 ლარიდან, კვალიფიკაციის შესაბამისად.
🍽️ ერთჯერადი კვება | 🩺 ჯანმრთელობის დაზღვევა | 👕 სამუშაო ფორმა


მთავარი მოვალეობები:

  • საქონლის გადაადგილება, დალაგება და დასაწყობება ავტოდამტვირთველის გამოყენებით;
  • მარაგების აღრიცხვაში და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
  • ტექნიკის  მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი და პრობლემების დროული დაფიქსირება;
  • საწყობის მართვის სისტემაში (WMS) და ინვენტარის პროგრამებში მუშაობა;
  • სხვა დეპარტამენტებთან (ტრანსპორტი, გაყიდვები, მარაგები) ეფექტური კომუნიკაცია პროცესების გამართულად წასაყვანად;

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

  • საშუალო განათლება;
  • სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება (სამაცივრე გარემოში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • დამტვირთველის  მართვის გამოცდილება;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და სხარტი აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მუშაობას მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში;
  • სტაბილურ და გამჭვირვალე შეფასების სისტემას;
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს (კვება, დაზღვევა, ფორმა);
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

შერჩევის პროცესი:

  • ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან გასაუბრება;
  • შემდგომი ეტაპი — შეხვედრა ამყვან მენეჯერთან.

📩 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ვადებში. 10 ნოემბრამდე, ან დაგვიკავშირდეთ : 577 54 43 08
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

მსგავსი განცხადებები