გინეკოლოგიური კაბინეტის ასისტენტი

განცხადების ვადა: 19/06/2025
გააგზავნე რეზიუმე

შეიყვანეთ ინფორმაცია და ატვირთეთ რეზიუმე

დააჭირეთ რეზიუმეს ასატვირთად (doc, docx, pdf)

განცხადების აღწერა

სს ″კურაციო″ აცხადებს ვაკანსიას გინეკოლოგიურ კაბინეტში ასისტენტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • ექიმის მითითებით, პაციენტის ელექტრონული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
  • ექიმის დავალებით, მონაწილეობის მიღება ანამნეზის შეკრებაში და პაციენტის ფიზიკურ გასინჯვაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, უმაღლესი სამედიცინო განათლება ან რეზიდენტი 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

სამუშაო ადგილი: ო. ლორთქიფანიძის #31

კვირაში 12 სამუშაო დღე საათი წინასწარ შეთანხმებული დღეებით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

სამუშაო დღეები და საათები: 

სამშაბათი – 09:20 საათიდან 16:00 საათამდე;

შაბათი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე;

ანაზღაურება 205 ლარი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, დააკლიკეთ ზემოთ „გააგზავნე რეზიუმე“-ს ღილაკს და ატვირთეთ თქვენი CV.

გაცნობებთ, სს “კურაციო” ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და  დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს „კურაციოს“ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სს „კურაციოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@curatio.ge 

წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე,  კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ სს “კურაციოს”  მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.

გისურვებთ წარმატებას!